სტამბოლში 6,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბიძგები ადგილობრივი დროით 12:49 წუთზე დაფიქსირდა.
ეპიცენტრი მარმარილოს ზღვაში, სილივრის რეგიონის სანაპიროზე, 6,92 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.
მედიის ცნობით, მიწისძვრას მოსახლეობაში პანიკა მოჰყვა. მიწისძვრის შემდეგ მოქალაქეებმა შენობები დატოვეს და ქუჩებში გავიდნენ.
მიწისძვრა ახლომდებარე პროვინციებშიც იგრძნობოდა.