26 მაისი უნდა იყოს რეჟიმის წინააღმდეგ მიმართული ფართო მსვლელობების დღე - ამის შესახებ კოალიცია ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის წევრი, ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს.
"რეჟიმმა გამოაცხადა, რომ 26 მაისს რუსთაველზე არ გამართავს ღინისძიებებს.
ნამდვილად, მათ არაფერი აქვთ საერთო საქართველოს დამოუკიდებლობასთან.
დამოუკიდებლობის დღე უნდა იყოს დიდი პროტესტის და რეჟიმის წინააღმდეგ მიმართული ფართო მსვლელობების დღე. ქოცების ღალატის ფონზე, 26 მაისი უნდა მიეძღვნას ანწუხელიძეს, შიდნისის გმირებს და ჩვენს დაცემულ მეომრებს, ქართულ ჯარს.
ამ დღის დაგეგმვაში უნდა მიიღონ მონაწილეობა პოლიტიკურმა პარტიებმა და საზოგადოებრივად აქტიურმა ადამიანებმა, სტუდენტებმა. ეს იქნება ნამდვილ პროცესში მონაწილეობა. ეს არის უპირველესი ამოცანა!" - წერს დეკანოიძე.
შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობამ დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებების ორგანიზების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა, რომლის თანახმად, რუსთაველის გამზირის ნაცვლად, 26 მაისს საგამოფენო სივრცე ორბელიანზე და ალექსანდრეს ბაღში მოეწყობა.