სასამართლომ "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრს, გელა ხასაიას 12 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
"12 დღით ჩამსვეს. ყოჩაღ ლომებო" - დაწერა ხასაიამ სოციალურ ქსელში მოსამართლის მიერ, გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ.
გელა ხასაია 31 მარტს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ძალის გამოყენებით დააკავეს. პოლიცია გელა ხასაიას გაჩხრეკას ცდილობდა, რაზეც მან უარი თქვა.
ხასაია ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით იყო დაკავებული.