უახლოეს ხანში საქართველოს ბუნების შესახებ უნიკალური დოკუმენტური ფილმები შეიქმნება. პროექტი გაეროს დაფინანსებით ხორციელდება და მიზნად საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და ეკოგანათლების ხელშეწყობას ისახავს. ამასთან, გათვალისწინებულია სტუდიის დაარსება და კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავება.
პროექტის ბიუჯეტი 132 ათასი დოლარია.
სტუდიისთვის საჭირო ტექნიკა საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ ინიტა პაულოვიჩამ გარემოს დაცვის სამინისტროს უკვე გადასცა.
სტუდიაში დაცული ტერიტორიების, გარემოსდაცვითი ღონისძიებების შესახებ კლიპები და დოკუმენტური ფილმები შეიქმნება.