TV ფორმულას გადაცემა "დროების" წყაროს ინფორმაციით, ვახტანგ გომელაურს შინაგან საქმეთა მინისტრად მამუკა მდინარაძე ჩაანაცვლებს. მათივე ცნობით, ინფორმაციას "დროებას" წყარო შინაგან საქმეთა სამინისტროდან აწვდის.
წყაროს ინფორმაციითვე, მოსალოდნელია ცვლილებები შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეების დონეზეც.
გომელაური შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს 2015 წელს 7-თვემდე ვადით იკავებდა, ხოლო 2019 წლიდან ხელახლა დაინიშნა მინისტრად.
მამუკა მდინარაძე 2016 წლიდან პარლამენტის წევრია. ამასთან, არის პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი.