ჩვენ კვლავაც გვჭირდება უფრო შორს წასვლა და კრემლის მიერ მხარდაჭერილი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის სანქცირება, - ამის შესახებ ბრიტანელი პარლამენტარი ჯეიმს მაკკლირი გაერთიანებული სამეფოს მიერ 10 აპრილს დამატებით „ქართული ოცნების“ 4 წარმომადგენლის სანქცირებასთან დაკავშირებით X-ზე წერს.
„მიმდინარე კვირაში ევროპის საბჭოში ვილაპარაკე ძლიერი სანქციების დაწესების გადაუდებელ აუცილებლობაზე საქართველოში პროდემოკრატიული აქტივისტების მხარდასაჭერად. შესაბამისად, შესანიშნავია, რომ მთავრობისგან ეს ნაბიჯი ვიხილეთ. თუმცა ჩვენ კვლავაც გვჭირდება უფრო შორს წასვლა და კრემლის მიერ მხარდაჭერილი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის სანქცირება“, - წერს მაკკლირი.