შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქვეყნის მასშტაბით სამელიორაციო ინფრასტრუქტურულ პროექტებს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს.
შიდა ქართლში, წყალუზრუნველყოფის გაუმჯობესების მიზნით, სოფლების ვარიანისა და შინდისის ტერიტორიაზე მცენარეებისა და შლამისგან 2 კილომეტრი სიგრძის სარწყავი არხი იწმინდება.
ექსპლუატაციის პროგრამით ჩატარებული სამუშაოების შედეგად, არხში წყლის გამტარუნარიანობა გაიზრდება, რაც 200 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდებას გააუმჯობესებს.
აღდგენილი საირიგაციო არხის მეშვეობით სოფლების ვარიანისა და შინდისის მოსახლეობა ისარგებლებს.
სამუშაოები, რომელსაც კომპანია საკუთარი ძალებით ახორციელებს, მიმდინარე თვის შუა რიცხვებში დასრულდება.