პედაგოგები 200 ლარით გაზრდილ ხელფასს მხოლოდ სერთიფიცირების მეორე ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში მიიღებენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებაზე კომენტირებისას განუცხადა.
მისი თქმით, პედაგოგთა ხელფასების ზრდა "პირდაპირაა მიბმული ატესტაციასთან".
"მასწავლებლის ხელფასი არის დაბალი და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ის გაიზარდოს, მაგრამ მასწავლებელთა ხელფასის მატება პირდაპირაა მიბმული ატესტაციასთან. სერტიფიცირების პირველი ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ პედაგოგებს სახელფასო ანაზღაურება 75 ლარით გაეზარდათ. როცა მერე ეტაპსაც ასეთივე წარმატებით გაივლიან ინგლისურ ენასა და კომპიუტერში, უკვე 200 ლარით გაზრდილ ხელფასს მიიღებენ", - განაცხადა განათლების მინისტრმა.
აღსანიშნავია, რომ პედაგოგთა სერტიფიცირების მეორე ეტაპი მარტიდან დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ გუშინდელი ტელეხიდისას საქართველოს პრეზიდენტმა მასწავლებეთა დაბალ ანაზღაურებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ის 1000 ლარამდე გაიზრდება.