კიევის დარნიცის რაიონში, რუსეთის თავდასხმის შემდეგ, კაცის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ კიევის მერი ვიტალი კლიჩკო იუწყება.
აღნიშნულია, რომ მსხვერპლი ქუჩაში, აფეთქების ეპიცენტრთან იმყოფებოდა. კაცის ვინაობა დგინდება.
როგორც ცნობილია, 6 აპრილს, დილით რუსეთმა ბალისტიკური დარტყმა განახორციელა კიევზე, რასაც ხანძარი მოჰყვა. დაშავდა სამი ადამიანი, ორი მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს