უკრაინაზე რუსეთის ფედერაციის მასირებლიი სარაკეტო თავდასხმების გამო, პოლონეთმა გაააქტიურა ავიაცია და სახმელეთო საჰაერო თავდაცვის სისტემები და რადიოლოკაციური დაზვერვა სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა.
ამის შესახებ პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიულმა სარდლობამ განაცხადა.
როგორც სარდლობამ აღნიშნა, რუსეთის ფედერაციის სტრატეგიული ავიაციის აქტიურ მოქმედებებთან დაკავშირებით, დაიწყო პოლონეთის და მოკავშირეთა ავიაციის ოპერაცია პოლონეთის საჰაერო სივრცეში.
„მიმდინარე პროცედურების შესაბამისად...მოიერიშე გამანადგურებლების შემდეგი წყვილი და სახმელეთო საჰაერო თავდაცვისა და რადიოლოკაციური დაზვერვის სისტემები მოყვანილი იქნა მაღალი მზადყოფნაში“, - ნათქვამია განცხადებაში.
სარდლობამ დასძინა, რომ ისინი აკვირდებიან არსებულ ვითარებას და დაქვემდებარებული ძალები და აქტივები სრულ მზადყოფნაში არიან დაუყოვნებლივი რეაგირებისთვის.
როგორც ცნობილია, 6 აპრილს, დილით რუსეთმა ბალისტიკური დარტყმა განახორციელა კიევზე, რასაც ხანძარი მოჰყვა. დაშავდა სამი ადამიანი.