Starring Georgia-ს ფარგლებში, „დინამო არენაზე“ ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი გაიმართება. პოპმუსიკის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შემსრულებელი კონცერტს 23 ივლისს „დინამო არენაზე“ გამართავს. ინფორმაციას "ბლექ სი არენა" ავრცელებს.
ბილეთების გაყიდვა დაიწყება 8 პარილს, 12:00 საათზე TKT.ge/JustinTimberlake-ზე.
ღონისძიების ორგანიზატორთა ინფორმაციით, Starring Georgia-ს მუსიკალური ოდისეის ლოიალურ თანამგზავრებს, Starring Card-ის მფლობელებს ექნებათ შესაძლებლობა, ისარგებლონ Pre Sale-ით და ლიმიტირებული რაოდენობის ბილეთები ერთი დღით ადრე შეიძინონ. მათივე ცნობით, წინასწარი გაყიდვა 7 აპრილს, 12:00 საათზე TKT.ge-ზე დაიწყება.