პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი დაამტკიცა. ანრი ოხანაშვილის კანდიდატურას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უყარეს კენჭი.
სუს-ის ხელმძღვანელად ანრი ოხანაშვილს 79 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
პარლამენტმა ანრი ოხანაშვილი თანამდებობაზე ექვსი წლის ვადით დაამტკიცა.
ანრი ოხანაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე გრიგოლ ლილუაშვილი შეცვალა. ოხანაშვილი მანამდე საქართველოს იუსტიციის მინისტრის თანამდებობას იკავებდა.