ჩვენ არანაირი შიში არ გვაქვს, “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა” გააგრძელებს ბრძოლას ქართველ ხალხთან ერთად, ქართული სახელმწიფოსთვის და ივანიშვილს ეს ყველაფერი აუცილებლად ძვირად დაუჯდება - ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა.
“ქართულ ოცნებას” ჰყავს ერთპარტიული პარლამენტი და ე.წ. კანონის მოღება არ იქნება რთული, მაგრამ მეორე არის ჩვენი მხრიდან რა ნაბიჯები იქნება გადადგმული. ჩვენ მიგვაჩნია, რომ პარტია არ არის საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული იურიდიული პირი, ეს არის იდეა, ადამიანები, რომლებიც ქმნიან ყოველდღიურად ივანიშვილის წინააღმდეგ მოძრაობას და 2012 წლიდან დღემდე ებრძვიან ივანიშვილს, რომელიც ცდილობს ამ ქვეყნის რუსიფიკაციას. აქედან გამომდინარე, ჩვენ არანაირი შიში არ გვაქვს არაფრის და ის ადამიანები, რომლებიც მხარს უჭერენ “ერთიანობა ნაციონალურ მოძრაობას”, გააგრძელებენ ბრძოლას ქართული სახელმწიფოსთვის და ეს ივანიშვილისთვის მაინც ძალიან ძვირი დაუჯდება, განსაკუთრებით საერთაშორისო მიმართულებით, რადგან პარტიებს და კონკურენტებს ძლიერები არ კრძალავენ, ეს არის სისუსტის ნიშანი.” - განაცხადა ლევან სანიკიძემ.