საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის, „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერისთვის, მარინ ლე პენისთვის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს.
„მე, რა თქმა უნდა, არ მინდა, საფრანგეთის შიდა საქმეებში ჩავერიო, მაგრამ, მაშინ, ნურც საფრანგეთი ჩაერევა საქართველოს შიდა საქმეებში. აქ დაბალი ღობე არავინაა, – წერს შალვა პაპუაშვილი.
საფრანგეთის სასამართლომ მარინ ლე პენს 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. საიდანაც ორი წელი არის პირობითი სასჯელი. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ლე პენს, ჯარიმის სახით 100 000 ევროს გადახდაც მოუწევს. ამასთან, ფრანგ პოლიტიკოსს, 5 წლით ჩამოერთვა საჯარო თანამდებობის დაკავების უფლებაც, რაც მას 2027 წლის საპრეზიდენტო რბოლიდან გამორიცხავს, სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დაუყოვნებლივ შევა. პარიზის სასამართლომ საფრანგეთის ულტრამემარჯვენე „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი, მარინ ლე პენი და რვა ევროპარლამენტარი