აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ არ აპირებს ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველის მაიკ უოლცის გათავისუფლებას მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ The Atlantic-ის მთავარი რედაქტორი ჯეფრი გოლდბერგი დაემატა Signal-ის ჯგუფურ ჩატში, სადაც ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები განიხილავდნენ იემენელ ჰუსიტების დარტყმის გეგმებს. ამის შესახებ
ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის „არ ათავისუფლებს ადამიანებს ყალბი ამბებისა და კუდიანებზე ნადირობის გამო“.
„ძალიან წარმატებული დარტყმები გვქონდა. ჩვენ მივიყენეთ ძალიან ძლიერი და ძალიან სასიკვდილო დარტყმა [ჰუსიტებს]. და არავის სურს ამაზე საუბარი. სულ სისულელეა, რაზეც უნდათ საუბარი. ეს ყალბი ამბებია“, - განაცხადა ტრამპმა.
მიუხედავად კრიტიკისა და გათავისუფლების მოწოდებისა, ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ აპირებს არავის დასჯას იმ სიტუაციის გამო, რომელსაც ის შეთითხნილად მიიჩნევს.
"ვფიქრობ, ეს მხოლოდ კუდიანებზე ნადირობა და ყალბი ამბებია. ჩვენ გვქონდა ძალიან წარმატებული დარტყმა“, - აღნიშნა ტრამპმა.
ტრამპმა აღნიშნა, რომ მედიას მეტი არაფერი აქვს სალაპარაკო.
"წარმოდგენა არ მაქვს რა არის Signal-ი. არ მაინტერესებს რა არის Signal-ი. რაც შემიძლია გითხრათ, ეს არის მხოლოდ კუდიანებზე ნადირობა.
ეს ერთადერთია, რაზეც პრესას სურს ლაპარაკი, რადგან სხვა არაფერი გაქვთ სალაპარაკო. იმიტომ, რომ ეს იყო პრეზიდენტობის საუკეთესო 100 დღე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში“, - განაცხადა ტრამპმა.
შეგახსენებთ, გამოცემა Politico-ს თანახმად, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა და თეთრი სახლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სუზი უილსმა მოუწოდეს ამერიკის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს, გაათავისუფლოს მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცი Signal-ისჩატის სკანდალის გამო.
ინციდენტი რამდენიმე დღის წინ დაიწყო, როდესაც The Atlantic-ის მთავარმა რედაქტორმა ჯეფრი გოლდბერგმა განაცხადა, რომ უოლცმა ის შემთხვევით დაამატა ჯგუფურ ჩატში, სადაც ეროვნული უსაფრთხოების გუნდი იემენში „ჰუსიტებზე“ საჰაერო დარტყმების გეგმებს განიხილავდა.