MEGOBARI აქტის თანაავტორები, აშშ-ს სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჯიმ რიში და სენატორი ჯინ შაჰინი განცხადებას ავრცელებენ,
სენატორები აღნიშნავენ, რომ სენატში MEGOBARI აქტის და სხვა კანონპროექტების წინ წასაწევად ერთად იმუშავებენ.
"[...] MEGOBARI აქტი ხელს შეუწყობს სტაბილურობას საქართველოსა და უფრო ფართოდ, აღმოსავლეთ ევროპაში, ხოლო ჩვენ მიერ მიღებული ორი რეზოლუცია ტაივანისადმი აშშ-ს ერთგულებას ხელახლა დაადასტურებს და ჩინეთის მიერ ჰონგ კონგის ავტონომიის განადგურებას დაუპირისპირდება.
როგორც სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე და მაღალი რანგის წევრი, ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, ერთად ვიმუშაოთ, რათა ჩვენი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში წინ წავწიოთ ეს კანონპროექტები და სხვა ეფექტიანი კანონპროექტები", - ნათქვამია სენატორების ერთობლივ განცხადებაში, რომელიც X-ზე ვრცელდება.