რუსთაველის გამზირზე ელენე ხოშტარია დააკავეს. მიზეზი უცნობია.
"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე იმყოფებოდა, სადაც ახალგაზრდები დღეს წულუკიანის საგამოძიებო კომისიის წინააღმდეგ პროტესტის გამოხატვისთვის შეიკრიბნენ.
ასევე დააკავეს გიორგი მუმლაძე და კიდევ ერთი პირი.
მანამდე აქციაზე 2 ადამიანი დააკავეს. ერთ-ერთს ხელში ეჭირა ბანერი წარწერით - "ანწუხელიძე უკვდავია".
ფოტო: პუბლიკა