სალომე ზურაბიშვილს კიდევ ერთხელ დავუდასტურე ესტონეთის მტკიცე მხარდაჭერა ქართველი ხალხის მიერ არჩეული დემოკრატიული ევროპული გზის მიმართ - ესტონეთის პრეზიდენტი
ესტონეთის პრეზიდენტი ალან კარისი საქართველოს მე-5 პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. ამის შესახებ კარისმა სოციალურ ქსელში დაწერა.
„დღეს საქართველოს მე-5 პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს კადრიორგში შევხდი. კიდევ ერთხელ დავუდასტურე ესტონეთის მტკიცე მხარდაჭერა ქართველი ხალხის მიერ არჩეული დემოკრატიული ევროპული გზის მიმართ“, – წერს კარისი.
Welcomed the 5th President of #Georgia@Zourabichvili_S today in Kadriorg. I reaffirmed Estonia’s firm support for the democratic & European path chosen by the Georgian people. pic.twitter.com/xgPo9YDaJg