საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
როგორც მიხეილ სააკაშვილი წერს, ის ადამიანები, რომლებიც დღეს ამბობენ, რომ „ქართულ ჯარს პატივს სცემენ“, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილე სამხედროების სია რუსებს გადასცეს.
„ეს მოღალატეები რომ ამბობენ თითქოს პატივს სცემენ ქართულ ჯარს, მათ არ გადასცეს 2008 წლის ომში მონაწილე მეომრების სია რუსებს?
და მისცეს შესაძლებლობა სხვადასხვა ქვეყანაში გაენადგურებინათ ჩვენი გმირები”,- წერს მიხეილ სააკაშვილი.