„სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე ეხმიანება პარტიების გაუქმებასთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" გუშინდელ განცხადებას და ამბობს, რომ "ოცნება" თავად არის გაუქმებული, რადგან როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ იზოლაციაშია მოქცეული.
„ამ აქტის [„მეგობარი აქტის“] განხილვის პარალელურად, გუშინ "ოცნება" გამოვიდა და გამოაცხდა, რომ პოლიტიკური პარტიების გაუქმებას აპირებს თურმე. რა თქმა უნდა, მათი ამოცანა ჩვენი გაუქმებაა, მაგრამ პარტიების გაუქმება რაა, ქვეყანას გვიუქმებენ. ამიტომ, მინდა მივმართო ამ უბადრუკებს, მიდი გაგვაუქმეთ, ხომ მაგარი ბიჭები ხართ, მიდი, გაგვაუქმეთ, რისი თავი გაქვთ? თქვენ საერთაშორისო სამართლით უკვე გაუქმებულები ხართ. "ოცნება" არის არაღიარებული, ვიწრო დაჯგუფება ადამიანების, რომელიც იზოლაციაში ქვეყნის შიგნით და გარეთ, გაუქმებულები ხართ, აბა რა ხართ", - განაცხადა ვაშაძემ.