გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გერმანია მალე გადასცემს უკრაინას იარაღის ახალ მარაგს, რათა ქვეყანამ დაიცვას თავი რუსეთის ახალი თავდასხმებისგან.
„ჩვენ ვიცით, რომ ნამდვილი მშვიდობა კაპიტულაციის გზით არ მოდის. ისინი, ვინც ზეწოლას ახდენენ უკრაინაზე, რათა ის დანებდეს, აწარმოებენ მოლაპარაკებებს არა მშვიდობის, არამედ მორიგი ესკალაციის შესახებ. პუტინის პირობებით ცეცხლის შეწყვეტა არ იქნება ომის დასასრული, არამედ მომავალი შეტევის პრელუდია... ჩვენი პასუხი პუტინის ომზე არის მშვიდობა ძალის მეშვეობით. "მშვიდობა ევროპული ერთიანობისა და სიმტკიცის გზით", - განაცხადა ბერბოკმა.
მისი თქმით, გერმანია უახლოეს თვეებში უკრაინას დამატებით საჰაერო თავდაცვის სისტემებს, დრონებსა და რადარებს მიაწვდის.
ბერბოკმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მშვიდობის გარეშე ევროპული სანქციები არ მოიხსნება.