"ვეხმარებით რეჟიმს, ვთამაშობთ მათ თამაშს და მათი წესებით" - ასე ეხმაურება კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია ენმ-ს ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ კომისიაზე გენერლების ზაზა გოგავასა და მამუკა ყურაშვილის მისვლას.
"არალეგიტიმურ პარლამენტში, ოკუპანტი ქვეყნისათვის საჭირო პოზიციის ჩამოსაყალიბებლად გამართულ კომისიაზე, არცერთ ნათქვამ ფრაზას არ აქვს ფასი.
აქ კონტექსტი განსაზღვრავს ყველაფერს, თუ მონაწილეობ ე.ი. ეხმარები - ესაა მოცემულობა, არ არსებობს მაგრამ...
ამ ფარსში მონაწილეობა არმონაწილეობაზე თუ ვერ ვთანხმდებით, რაზე უნდა შევთანხმდეთ და როგორ.
მოქალაქეებს ვთხოვთ რეჟიმთან ართანამშრომლობას და წინააღმდეგობას ყველა ნაბიჯზე და ვუშვებთ თანამშრომლობის გამონაკლისებს, რომელიც დღეს გენერლებმა დაუშვეს და ხვალ შეიძლება სხვა კონტექსტში სხვამ დაუშვას - ვეხმარებით რეჟიმს, ვთამაშობთ მათ თამაშს და მათი წესებით". - წერს მელია.
წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ კომისიის შეკითხვებს წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის მიერ 2008 წელს გაერთიანებული შტაბის უფროსი, გენერალი ზაზა გოგავა პასუხობს. დღესვეა დაგეგმილი 2008 წელს სამშვიდობო ოპერაციების შტაბის უფროსის, გენერალ მამუკა ყურაშვილის კომისიაზე მისვლაც.