საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ივანიშვილის პრემიერმა ირაკლი კობახიძემ მიხეილ ყაველაშვილს თურქეთში, შვეიცარიასა და კუბაში საქართველოს ახალი ელჩების კანდიდატურები წარუდგინა.
სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად არჩილ კალანდია დაინიშნა. კალანდია 2005 წლიდან საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობს. 2018-2023 წლებში კალანდია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოზიციას იკავებდა.
შვეიცარიის კონფედერაციასა და ლიხტენშტაინის სამთავროში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად შოთა გეწაძე დაინიშნა.
ხოლო კუბის რესპუბლიკის ელჩი გრიგოლ ბარამიძე იქნება. ბარამიძეს აქამდე სომხეთში საქართველოს ელჩის თანამდებობა ეკავა.