"ყადაღის მოხსნაზე უარი მივიღეთ," - ამის შესახებ ნანუკა ჟორჟოლიანი facebook-ის პირად გვერდზე წერს.
როგორც ირკვევა, რომ სასამართლომ ფონდის სარჩელი არც კი განიხილა და ყადაღის მოხსნაზე უარი განაცხადა.
20 მარტს, ჟორჟოლიანმა ფონდისთვის ყადაღის მოხსნის თხოვნით, გენერალურ პროკურორს გიორგი გაბიტაშვილს მიმართა.
17 მარტს, ივანიშვილის სატელიტი მოძრაობის, "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" მიმართვის საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში პროკურატურამ რამდენიმე ფონდის ანგარიში დააყადაღა - უწყების განცხადებით, დაყადაღებულია: - ნანუკას ფონდი, ფროსფერითი, ფონდი ერთმანეთისთვის 24/7, სირცხვილია, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი.
აღნიშნული ფონდები ფინანსურ და იურიდიულ დახმარებას უწევენ საპროტესტო აქციების დროს დაკავებული და დაჯარიმებული მოქალაქეებს. ასევე გურიის სტიქიის დროს დაზარალებულ მოსახლეობას.