უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრიი ერმაკმა განაცხადა, რომ კიევსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობები თავის კალაპოტში დაბრუნდა. ამის შესახებ ერმაკმა Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა.
ერმაკმა აღნიშნა, რომ უკრაინულმა მხარემ საუდის არაბეთში მოლაპარაკებების დროს აჩვენა, რომ ღიაა აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან თანამშრომლობისთვის. მოლაპარაკებებისადმი რუსული მიდგომისგან განსხვავებით, რომელიც, ერმაკის თქმით, „უბრალოდ თამაშობს“.
შეგახსენებთ, რომ 25 მარტს, საუდის არაბეთში, შეერთებულმა შტატებმა მიაღწია შეთანხმებას უკრაინასა და რუსეთთან შავ ზღვაში და ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების შეჩერების შესახებ.
თუმცა, რუსეთმა პირობები წამოაყენა და მოითხოვა სანქციების შემსუბუქება, რათა მას დაუბრუნდეს წვდომა საერთაშორისო საექსპორტო ბაზრებზე თავისი სასუქებისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტებისთვის.
ერმაკმა აღნიშნა, რომ ასეთი ნაბიჯი მოწმობს რუსეთის მიდგომას ზოგადად სამშვიდობო მოლაპარაკებებისადმი.
„ეს აჩვენებს, რომ მათ [რუსებმა] არ მიიღეს პირობების ცეცხლის შეწყვეტა, რაც ნონსენსს წარმოადგენს“, - განაცხადა ერმაკმა.