ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი საქართველოს შესახებ შემუშავებულ მემორანდუმში მზია ამაღლობელის შესახებ წერს და ქართულ ოცნებას ჟურნალისტის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. ანგარიში 26 მარტს გამოქვეყნდა.
"ხელისუფლებამ დაუყონებლივ უნდა მიიღოს ზომები, რათა წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლოს ჟურნალისტი მზია ამაღლობელი და დაიცვას მისი სამართლიანი სასამართლოსა და უდანაშაულობის პრეზუმფციის უფლებები", - წერს კომისარი მაიკლ ო'ფლაჰერტი.
ასევე შეშფოთებაა გამოთქმული ჟურნალისტ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერიდან მოხსნის გამო.
"კომისარი აღნიშნავს, რომ ჟურნალისტები არამხოლოდ სამიზნეში ჰყავდათ ამოღებული 2024 წლის ნოემბერსა და დეკემბერში, არამედ სხვადასხვა სახის მზარდი რეპრესიების ქვეშ არიან", - ვკითხულობთ მემორანდუმში.