2004-2008 წლებში საქართველოს კულტურის მინისტრის, გიორგი გაბაშვილის პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ დაიბარა.
"წულუკიანის "კომისიიდან" ოფიციალური დაბარების ზარი მივიღე. 29-ში გამოცხადდი და 2008 წლის ომზე ჩვენება მოგვეციო.
ევროსაბჭოს რეზოლუცია 1633 იგულისხმება როგორც ჩანს. საქართველოს ყველაზე სერიოზული წარმატება ასამბლეაში. რეზოლუცია ჩვენი დასავლელი მეგობრების მხარდაჭერით იქნა მიღებული. რუსებმა და კომუნისტებმა მაშინ დარბაზი დატოვეს პროტესტის ნიშნად.
ეგ რუსები და ბოლშევიკები დღეს საქართველოს პარლამენტში უკანონოდ ჩასახლდნენ და "კომისია" მოაწყვეს.
რა თქმა უნდა, ამ კლოუნებთან მისვლას და რამის ახსნას არ ვაპირებ. ისედაც ყველამ იცის მათი ცირკის დირექტორის ვინაობა", - წერს ის.
პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძეც დაიბარეს. თეა წულუკიანმა სხდომაზე თქვა, რომ კომისიაზე არგამოცხადების შემთხვევაში დგება "საკმაოდ მკაცრი სასჯელი", რომელიც ითვალისწინებს, მათ შორის ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
საგამოძიებო კომისია მამუკა ხაზარაძის საქმეს პროკურატურაში გაგზავნის.