ერთა შორის კონსოლიდაციის მაგივრად დაპირისპირების პროვოცირება, იყო რუსული იმპერიალიზმის ტრადიციული ბერკეტი, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„კერძოდ არმენოფობია ან შური ქართველებისადმი, და ზოგადად კავკასიის სახელმწიფოთა და ერთა შორის კონსოლიდაციის მაგივრად დაპირისპირების ხელშეწყობა და პროვოცირება, მუდმივი კონფლიკტის სურათის შექმნა, იყო რუსული იმპერიალიზმის ტრადიციული ბერკეტი“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.