„ყველა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით არის დროდადრო შეხვედრა სხვადასხვა ფორმატში., - ამის შესახებ პარტია „ახლის“ ერთ-ერთი ლიდერმა, ნიკა მელიამ სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის წარმომადგენლების დღევანდელ შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი იყო ყველა იმ საკითხზე, რომლებიც აქტუალურია საქართველოს მოქალაქეებისთვის.
„ყველა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით არის დროდადრო შეხვედრა სხვადასხვა ფორმატში. მე ხშირად არ დავდივარ აქ, მაგრამ როგორც ხედავთ, დღეს აქ ვარ და ეს საკითხები აქტუალური არის საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, როგორ ვხედავთ ამ ქვეყნის განვითარებას, სახელმწიფოს განვითარებას. ვფიქრობ, ნორმალური პროცესია, რომელიც აუცილებლად დასრულდება მიზნის მიღწევით. მიზანი არის ქვეყანაში დემოკრატიული პროცესის განვითარება და არადემოკრატიულის ამოშანთვა საერთოდ ყოველდღიური ცხოვრებიდან ამ ქვეყანაში. ყოველი დღე არის 31 მარტი, ყოველი დღე არის პროტესტი, ყოველი დღე არის ბრძოლა უკეთესი საქართველოსთვის, რაც არ უნდა საწინააღმდეგო აზრს გიპირისპირებდეს ხელისუფლება, ამ პროტესტში არის ხალხი თვეების განმავლობაში და 31 მარტიც ვერ იქნება გამონაკლისი“, – განაცხადა ნიკა მელიამ.