ერევანში დამაჯერებელი გამარჯვების (3:0) შემდეგ საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის B დივიზიონის პლეი ოფის საპასუხო მატჩში „დინამო არენაზე“ სომხეთის ნაკრებს უმასპინძლა, 6:1 დაამარცხა და კვლავ B დივიზიონში ითამაშებს.
პირველი ტაიმი ანგარიშით 5:0 დასრულდა. გოლები გაიტანეს ოთარ კიტეიშვილმა [დუბლი], გიორგი მიქაუტაძემ [დუბლი], გიორგი ჩაკვეტაძემ.
მეორე ტაიმში სტუმრებმა ერთი გოლი გაგვიტანეს. საბოლოო ანგარიში კი ხვიჩა კვარაცხელიამ დააფიქრსირა - 6:1.
საბოლოოდ საქართველოს ნაკრებმა ორი მატჩის ჯამში 9:1 (3:0, 6:1) მოიგო და ერთა ლიგის მომდევნო გათამაშებასაც B დივიზიონში გაატარებს.
ფოტო: ეროვნული ნაკრები