"MEGOBARI აქტის" მხარდამჭერი აქციის მონაწილეები მსვლელობით რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდნენ და აქციის სხვა მონაწილეებს შეუერთდნენ.
აქციის მონაწილეებს ადგილზე საქართველოს, ამერიკისა და უკრაინის დროშები აქვთ მოტანილი, ასევე სხვადასხვა შინაარსის ბანერები.
ასევე ჩართული აქვთ აშშ-ს სახელმწიფო ჰიმნიც. რუსთაველი გამზირი გადაკეტილია.