მდინარაძის პოსტი არის იმის მაჩვენებელი, რომ ისინი კვლავ შეთქმულების თეორიებით ცდილობენ ფონს გასვლას, - ასე ეხმაურება "გახარია საქართველოსთვის" წევრი, თეონა აქუბარდია საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარძის განცხადებას.
აქუბარდიას თქმით, „ქართული ოცნება“ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობებს ვერ ალაგებს, რის გამოც "საკუთარი უსუსურობის გაყიდვას" პროპაგანდით ცდილობს.
„მდინარაძის პოსტი არის იმის მაჩვენებელი, რომ ისინი კვლავ შეთქმულების თეორიებით ცდილობენ ფონს გასვლას იმ ფონზე, როდესაც ამერიკასთან ურთიერთობას ვერ ალაგებენ და ცდილობენ, "დიფ სთეითის" გამარჯვებად გაყიდონ მათი უსუსურობა". - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
დღეს მამუკა მდინარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა: „სამომავლო დაშვება მხოლოდ ორი შეიძლება იყოს: ან ჯიმ რიში მკაფიოდ გაემიჯნება თავისივე პოლიტიკურ წარსულს (სხვათა შორის, ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ ნამდვილად იკავებს თავს ჩვენზე თავდასხმებისგან), ან გამყარდება სამწუხარო ეჭვი, რომ „დიფ სთეითი“ კვლავ ინარჩუნებს თავის პოზიციებს“.
შეგახსენებთ, ამერიკის პრეზიდენტმა სენატორ ჯიმ რიშს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.