პარლამენტის წინ ხმაური იყო. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია სამი ადამიანი, მათ შორის, "სეუ"-ს ორი სტუდენტი გოგონა და ერთი ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც კითხვებს სვამდა, რატომ აკავებდნენ ახალგაზრდებს.
როგორც ადგილზე მყოფები ამბობენ, ახალგაზრდები პარლამენტის წინ კიბეზე, პატარა სკამების დადგმას ცდილობდნენ, რისი უფლებაც საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა არ მისცეს და ტერიტორიიდან ძალის გამოყენებით, მანქანით წაიყვანეს.