თბილისის გრანდ სლემზე საქართველოს პირველი ოქროს მედალი ეთერ ლიპარტელიანმა მოუტანა (57კგ) . ეს ლიპარტელიანისთვის ზედიზედ მეორე ოქროა თბილისურ შეჯიბრებაში, პირველად 2024 წელს მოიგო.
ქართველმა ფინალში ფრანგ მარტა ფავაზთან 0-12 ჩამორჩენის შემდეგ, მობილიზება შეძლო და მეტოქე 13:12 დაამარცხა.
იმავე წონაში ბრინჯაოს მედლის მფლობელი ნინო ლოლაძე გახდა, რომელმაც ძლიერ გერმანელ ძიუდოისტს, შტარკს იპონით სძლია.