ბრიუსელში გამართულ სამიტზე ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა მიიღეს ოფიციალური განცხადება უკრაინის მხარდაჭერის შესახებ, რომელსაც მხარი მხოლოდ უნგრეთმა არ დაუჭირა.
27 წევრიდან 26-მა ქვეყანამ დაადასტურა, რომ განაგრძობენ „უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერას“.
დოკუმენტის მიხედვით, ევროკავშირი მიესალმება უკრაინისა და შეერთებული შტატების ერთობლივ განცხადებას საუდის არაბეთში შეხვედრის შემდეგ, რომელიც ასახავს წინადადებებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და აღნიშნავს შეერთებული შტატების დაზვერვის მონაცემების გაზიარებისა და დახმარების განახლებაზე.
ამასთან, სამიტის შემდეგ გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, ევროკავშირი „მზადაა, რუსეთზე ზეწოლა გააძლიეროს“ და განაგრძობს უკრაინისთვის რეგულარული ფინანსური და სამხედრო დახმარების გაწევას.
ასევე, რუსული აქტივები უნდა დარჩეს გაყინული, ვიდრე რუსეთი არ დაასრულებს ომს უკრაინის წინააღმდეგ და არ აანაზღაურებს მისთვის მიყენებულ ზარალს.
“ევროპის საბჭო მოუწოდებს რუსეთს გამოიჩინოს რეალური პოლიტიკური ნება ომის დასასრულებლად“, - ნათქვამია დასკვნაში.