უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნორვეგიაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ტექნიკური მოლაპარაკებები შეერთებულ შტატებთან გაიმართება საუდის არაბეთში ორშაბათს, 24 მარტს.
ამასთან, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ ამავე დღეს ერ-რიადში დაგეგმილია რუსეთისა და ამერიკის წარმომადგენელთა შეხვედრა
ზელენსკის განმარტებით ამშ-ისა და უკრაინის წარმომადგენლების შეხვედრა ცალკე გაიმართება.
"იქნებიან ჩვენი ტექნიკური გუნდები, როგორც მე მესმის, სტრუქტურა ასეთია, რომ შეხვედრა უკრაინისა და აშშ-ის [წარმომადგენლებს] შორის იქნება. შემდეგ კი ამერიკა რუსეთის [შეხვედრა]. ან ეს იქნება პარალელური შეხვედრები ერთ ქვეყანაში ერთ თემაზე“ , - ციტირებს უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას Interfax-Ukraine.