"ერთიანობა -ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე 5000 ლარით დააჯარიმეს. როგორც ოპოზიციონერი ლიდერი სოციალურ ქსელში წერს, ჯარიმის ქვითარი ცოტა ხნის წინ ფოსტით მიუტანეს.
"მას შემდეგ, რაც პოლიციამ ჩვენს საცხოვრებელ სახლში ჩემი ორწლინახევრის ტყუპები და მათი ძიძა დააწიოკა, დღეს უკვე ფოსტამ მომართვა 5000 ლარიანი ჯარიმა. სასაცილოები ხართ, თუ გგონიათ 13 წლიანი ბრძოლის შემდეგ, ვინმეს ჯარიმით შეაშინებთ", - წერს თინა ბოკუჩავა.