ლატვიას ყოველთვის კარგად ესმოდა, თუ რამდენად რთულია იბრძოლო საკუთარი თავისუფლებისთვის, რადგან საქართველოს და მათ საერთო ისტორია აქვთ, - ამის შესახებ ლატვიის პრემიერ-მინისტრმა ევიკა სილინამ ბრიუსელში, ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე განაცხადა.
მან იმედი გამოთქვა, რომ ქართველი ხალხი დაიცავს საკუთარ უფლებას და დემოკრატიულ ღირებულებებს.
"იმედი გვაქვს, რომ ქართველი ხალხი დაიცავს საკუთარ უფლებას და დემოკრატიულ ღირებულებებს. ლატვიას ყოველთვის კარგად ესმოდა, თუ რამდენად რთულია იბრძოლო საკუთარი თავისუფლებისთვის, რადგან ჩვენ საერთო ისტორია გვაქვს“, - განაცხადა ლატვიის პრემიერ-მინისტრმა.