საქართველო ევროკავშირის სამიტის დღის წესრიგში დღეს რომ არ არის, სულაც არ ნიშნავს მხარდაჭერის ნაკლებობას, ჩვენი ფიქრები საქართველოსთან იქნება დღესაც და ჩვენი მოთხოვნები რეფორმებთან დაკავშირებით ისეთივე იქნება, როგორც მანამდე, – ამის შესახებ შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა განაცხადა.
კრისტერსონმა აღნიშნული ბრიუსელში, ევროკავშირის ლიდერების სამიტის დაწყებამდე განაცხადა.
„როგორც იცით, საკმაოდ ხშირად საქართველო ევროკავშირის დღის წესრიგშია და დღეს რომ არ არის, სულაც არ ნიშნავს მხარდაჭერის ნაკლებობას. ჩვენ შეშფოთებული ვართ და ეს არაერთხელ გამოვხატეთ სხვადასხვა გზით. ჩვენი ფიქრები საქართველოსთან იქნება დღესაც და ჩვენი მოთხოვნები რეფორმებთან, სწორ მიმართულებასთან დაკავშირებით ისეთივე იქნება, როგორც მანამდე“, – განაცხადა ულფ კრისტერსონმა.