ოთხშაბათს, 19 მარტს, დილით სტამბოლის მერის ეკრემ იმამოღლუს დაკავებამ თურქეთში დიდი რეზონანსი გამოიწვია. მოქალაქეები პროტეტსის გამოხატვის მიზნით ქუჩებში გამოვიდნენ.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ოპოზიციონერი მერი კორუფციის ბრალდებით დააკავეს.
ასევე მერის დაკავების გარდა 100-ზე მეტი ადამიანის დაკავების ორდერი გაიცა, მათ შორის არიან ხელისუფლების წარმომადგენლები, პოლიტიკური აქტივისტები, ჟურნალისტები და ბიზნესმენები.
თურქეთის უმსხვილესი ოპოზიციური რესპუბლიკური სახალხო პარტიის ხელმძღვანელმა ოზგურ ოზელმა მას გადატრიალების მცდელობა უწოდა და მხარდამჭერებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდა.
იმმაოღლუსა და საქმეში სხვა ბრალდებულების დაკავების ფართომასშტაბიანი ოპერაციის პარალელურად, ხელისუფლებამ 19-დან 23 მარტამდე სტამბოლში მიტინგები და დემონსტრაციები აკრძალა.
ქალაქის რამდენიმე ქუჩა დაიკეტა, მეტროპოლიტენის რამდენიმე ხაზი შეჩერდა და ქვეყნის მასშტაბით სოციალურ მედიაზე წვდომა შეიზღუდა.
თუმცა, იმამოღლუს დაკავების ცნობისთანავე, ქუჩაში მისი მხარდამჭერები შეიკრიბნენ სტამბულის პოლიციის შტაბთამ და მის მიდმებარე ქუჩაზე. აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ „ედოღანი დიქტატორია“.
სტამბოლის უნივერსიტეტის სტუდენტებმა დიპლომების ანულირებისა და ეკრემ იმამოღლუს დაკავების წინააღმდეგ პროტესტი გამართეს.
გარკვეული პერიოდის შემდეგ ვითარება დაიძაბა და პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წიწაკის სპრეისა და რეზინის ტყვიების გამოყენება დაიწყო.
ამავდროულად, ხელისუფლება გააძლიერა უსაფრთხოების ზომები ადმინისტრაციულ შენობებში და პოლიციის დამატებითი ძალები განალაგა სტამბოლის მერიაში.