თბილისის საქალაქო სასამართლომ ჟურნალისტი, ნიკა კაცია კვლავ პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარე ბრალდებულის 5 000 ლარის ოდენობით გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვა, თუმცა აღნიშნული შუამდგომლობა მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა არ დააკმაყოფილა.
დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს.
ნიკა კაციამ სხდომაზე განაცხადა, რომ უკანონობის მსხვერპლია.
„რაც შეეხება ბრალს, რომელიც თავიდან ბოლომდე არის ტყუილი, მე არავის ვალი არ მაქვს, ერთადერთი ვალი მაქვს, ვიყო მართალი, გულწრფელი და დავიცვა ბოლომდე ჩემი ქვეყნის სიყვარული და მათ შორის და მაქსიმალურად დავიცვა ჩემი თავი. რაც შეეხება იმას, რაც ბატონმა მატყუარა პროკურორმა წარმოადგინა... ნუ მაწყვეტინებთ... რა არის არაკორექტული, როდესაც თავიდან ბოლომდე უ ცირკიც აღარ არის, ეს არის ფსკერის ფსკერი და მე ამას ვუყურებ, მათ შორის, თქვენს პროცესებს. ყველა, ვინც მე მასამართლებს, ყველა ხელს უწყობთ იმას, რომ გამოძიება არ დაიწყოს, ყველა ხართ არალეგიტიმურები, დასანქცირებულები და კიდევ მე მაძლევთ შენიშვნას?, - უთხრა მოსამართლეს კაციამ.