აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სატელეფონო საუბრისას ფართოდ ისაუბრეს ახლო აღმოსავლეთზე, როგორც სამომავლო კონფლიქტების პრევენციის მიზნით თანამშრომლობის პოტენციურ რეგიონზე, – ამის შესახებ აღნიშნულია თეთრი სახლის პრესმდივნის, ქეროლაინ ლივიტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათ ასევე განიხილეს სტრატეგიული იარაღის გავრცელების შეჩერების საჭიროება და სხვებთან გამართავენ საუბრებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს ამის მაქსიმალურად სისრულეში მოყვანა. ორივე ლიდერი იზიარებს ხედვას, რომ ირანი არასდროს უნდა იყოს ისეთ პოზიციაში, რომ ისრაელის განადგურება შეძლოს.
„ორი ლიდერი შეთანხმდა, რომ მომავალს, აშშ-სა და რუსეთს შორის გაუმჯობესებული ორმხრივი ურთიერთობებით, დიდი უპირატესობა აქვს. ეს მოიცავს უზარმაზარ ეკონომიკურ გარიგებებსა და გეოპოლიტიკურ სტაბილურობას, როდესაც მშვიდობა მიღწეული იქნება", - წერია განცხადებაში.