შეერთებული შტატები ტოვებს მრავალეროვნულ ჯგუფს, რომელიც იძიებს რუსეთის დანაშაულებს უკრაინაში, მათ შორის ვლადიმირ პუტინის ქმედებებს. ამის შესახებ The New York Times იუწყება.
საუბარია საერთაშორისო ცენტრზე (ICPA), რომელიც შეიქმნა იმისათვის, რომ პასუხისმგებლობა დაეკისროს რუსეთის ხელმძღვანელობას, ისევე როგორც მის მოკავშირეებს ბელარუსში, ჩრდილოეთ კორეასა და ირანში აგრესიაზე, რომელიც არღვევს სხვა ქვეყნის სუვერენიტეტს და არ არის ინიცირებული თავდაცვის მიზნით.
NYT-ის წყაროების თანახმად, აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა უკვე აცნობა ევროპელ ოფიციალურ პირებს ამ ჯგუფიდან აშშ-ის გასვლის შესახებ. გადაწყვეტილება, ცენტრის თანამშრომლებს, სავარაუდოდ 17 მარტს ელფოსტით გაეგზავნებათ;
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ICPA-ს 2023 წელს შეუერთდა. შეერთებული შტატები იყო ერთადერთი არაევროპული ქვეყანა ევროპის ქვეყნების გარდა, რომელიც თანამშრომლობდა ჯგუფთან.
გარდა ამისა, NYT-ის ცნობით, ტრამპის ადმინისტრაცია ასევე ამცირებს ომის დანაშაულების სამუშაო ჯგუფის მუშაობას, რომელიც შეიქმნა 2022 წელს იმდროინდელი გენერალური პროკურორის მერიკ გარლანდის მიერ და დაკომპლექტებულია გამოცდილი პროკურორებით.
ჯგუფს უნდა გაეწია კოორდინაცია აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის ძალისხმევაზე, რათა პასუხისგებაში მიეცათ რუსეთის მოქალაქეები, რომელბიც პასუხისმგებელნი იყვნენ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ჩადენილი სისასტიკისთვის.