ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ გობრონეთში ერთმანეთს ორი მიკროავტობუსი შეეჯახა.
ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგზარდა ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. არიან დაშავებულები. ინფორმაციას "აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა 4 დაშავებული ქედის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. კლინიკის ინფორმაციით, მათ მცირე დაზიანებები აღენიშნებოდათ და კლინიკიდან უკვე გაწერეს.
2 პაციენტი, რომლებმაც ბათუმის სამედიცინო ცენტრს თვითდინებით მიმართეს, გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში იმყოფება. კლინიკის ინფორმაციით, მათ კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები უტარდებათ.