ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინაში სპეციალურ წარმომადგენლად გენერალი კიტ კელოგი დანიშნა.
ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა.
ტრამპის თქმით, კელოგი უშუალოდ იმუშავებს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და უკრაინის ლიდერებთან.
„მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ გენერალი კიტ კელოგი დაინიშნა უკრაინაში სპეციალურ წარმომადგენელად. გენერალი კელოგი, უაღრესად პატივსაცემი სამხედრო ექსპერტი, უშუალოდ იმუშავებს პრეზიდენტ ზელენსკისთან და უკრაინის ხელმძღვანელობასთან. ის მათ კარგად იცნობს და მათ ძალიან კარგი სამუშაო ურთიერთობა აქვთ“, - წერს ტრამპი.
კელოგი მანამდე იყო სპეციალური წარმომადგენელი უკრაინასა და რუსეთში.
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიტ კელოგი, მაღალი დონის მოლაპარაკებებიდან მოხსნეს, მას შემდეგ, რაც კრემლმა განაცხადა, რომ არ სურდა მისი მონაწილეობა.
მოგვიანებით, კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა უარყო აღნიშნული ინფორმაცია
კომენტარი გააკეთა ამერიკულ ტელეკომპანია NBC-ის ინფირმაციაზე იმის შესახებ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი რუსეთის თხოვნით მაღალი დონის მოლაპარაკებებიდან მოხსნეს.
„ალბათ აბსურდი იქნება ვიფიქროთ, რომ რუსულ მხარეს შეუძლია ჩაერიოს ამერიკის საშინაო საქმეებში: ჩვენ ამის განზრახვა არ გვაქვს. ურთიერთპატივისცემიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ არ ჩავერევით ამერიკელების საშინაო საქმეებში. მათი გადასაწყვეტია ვინ დანიშნონ და ვინ არა. ამიტომ, არა: მე ამის დადასტურება არ შემიძლია”, - განაცხადა პესკოვმა.