ელჩი მაგისთვისაა რომ არანორმალურ რეჟიმებსაც შეხვდეს და მის ქვეყანასთან ურთიერთობის პირობები დაუყენოს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი წერს.
„მეგობრებო ელჩები ხვდებიან და შეხვდებიან რეჟიმს.
იდიოტია აბსოლუტურად ყველა, ვინც გაგიჩინათ მოლოდინი რომ ეს არ მოხდება.
ელჩთან შეხვედრა არ ნიშნავს რეჟიმის ნორმალიზაციას.
ელჩი მაგისთვისაა რომ არანორმალურ რეჟიმებსაც შეხვდეს და მის ქვეყანასთან ურთიერთობის პირობები დაუყენოს.
და კი - მინისტრს დაუძახებენ.
ზუსტად ისე როგორც პუტინს უწოდებენ პრეზიდენტს.
და ეს არაფერს ნიშნავს.
როცა შევცვლით რეჟიმს, მერე შეხვდებიან იმას, ვისაც ავირჩევთ.
არასწორ ხალხს უსმენთ, არასწორ მოლოდინებს იჩენთ, მერე ამ არასწორი მოლოდინებიდან იბღინძებით და მიწაზე ეხეთქებით - და ჭკუას მოუხმეთ ფლზ“, - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
შეგახსენებთ, გუიშნ აშშ-ის საელჩომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ, ელჩი რობინ დანიგანი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა.
"დღეს ელჩი დანიგანი შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს და გააცნო პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტები, ასევე, ის ნაბიჯები, რომელიც საქართველოს შეუძლია გადადგას, რათა აჩვენოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაუმჯობესებისადმი სერიოზული დამოკიდებულება." - წერია საელჩოს განცხადებაში.
შეხვედრის შესახებ მანამდე ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.