მედიით გავრცელებული ინფორმაციით, გასულ ღამეს ვაკეში მოკლული პირი ე.წ კანონიერი ქურდის, მერაბ ჯანგველაძის ძმა, ლევან ჯანგველაძეა.
როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოებით ირკვევა, მას ჭავჭავაძის გამზირზე, ქვეითთა გადასასვლელთან რამდენჯერმე ესროლეს.
თვითმხილველებმა სულ 9 გასროლის ხმა გაიგეს. ბრმა ტყვიით ფეხში დაიჭრა შემთხვევითი გამვლელი, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
არსებული ინფორმაციით, ლევან ჯანგველაძე თბილისში რამდენიმე დღით იყო ჩამოსული და ის დაცვის თანხლებით გადაადგილდებოდა.