თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე კაცი მოკლეს. ამ დროისთვის, ტერიტორია საპატრულო პოლიციას აქვს შემოსაზღვრული, სადაც მოქალაქეებს არ უშვებენ.
გამოცემა პუბლიკის ინფორმაციით, მოკლულს უცნობმა ადამიანმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა. მათივე ცნობით, ბრმა ტყვია მოხვდა გამვლელს, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს.
ფოტო: ჩემი ქალაქი მკლავს