პარაგრაფ თბილისი 2025 წლის ბოლომდე საქართველოს ეროვნული ნაკრების მასპინძელი სასტუმრო იქნება.
ეროვნული ნაკრების განცხადებით, დღეს, 14 მარტს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და სასტუმრო პარაგრაფს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა - პარაგრაფ თბილისი 2025 წლის ბოლომდე საქართველოს ეროვნული ნაკრების მასპინძელი სასტუმრო იქნება.
ხელშეკრულებას სფფ-ის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა და სასტუმრო პარაგრაფ თბილისის ფინანსურმა დირექტორმა, ამირან მსუქნიშვილმა მოაწერეს.
„პირველ რიგში მსურს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო სასტუმრო პარაგრაფ თბილისს. დღეს უკვე ოფიციალურად, სასტუმრო პარაგრაფი ჩვენი პარტნიორი გახდა და ეროვნული ნაკრების მასპინძელი სახლი სწორედ ეს სასტუმრო იქნება. დარწმუნებული ვარ, როგორც მათთვის, ისე ჩვენი ეროვნული ნაკრებისთვის ეს იქნება წარმატებული თანამშრომლობა, რომელიც, ამ ეტაპზე, 2025 წლის ბოლომდე გაგრძელდება", - განაცხადა სფფ-ის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა.