მედიის ცნობით, ევროკავშირი განიხილავს უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის 20-დან 40 მილიარდ ევრომდე ოდენობის სპეციალური ფონდის შექმნის შესაძლებლობას. გეგმა ითვალისწინებს წევრი ქვეყნების ნებაყოფლობით მონაწილეობას უნგრეთის მიერ ბლოკირების თავიდან ასაცილებლად. ამის შესახებ Euractiv იუწყება.
გასულ თვეში, ევროკავშირის დიპლომატიური სამსახური გამოვიდა ინიციატივით, შეიქმნას ევროკავშირის დონეზე სქემა უკრაინისთვის დამატებითი საბრძოლო მასალის მიწოდებისთვის.
ტექსტი, რომელიც გამოცემისთვის გახდა ცნობილი, არ შეიცავს არც ერთ ციფრს ამ გეგმების განსახორციელებლად საჭირო თანხების ოდენობის შესახებ.
იმის გათვალისწინებით, რომ უნგრეთი უარს ამბობს უკრაინის მხარდაჭერაზე, წინადადება წარმოდგენილი იქნება ისე, რომ „მონაწილე წევრ სახელმწიფოებს“ შეეძლოთ შეუერთდნენ მას.
წინადადების უახლეს ვერსიაში ნათქვამია, რომ ქვეყნებს „წახალისებენ უკრაინას სამხედრო დახმარება გაუწიონ 2025 წელს სულ მცირე 20 მილიარდი ევროს საწყისი ოდენობით, რაც შეიძლება გაიზარდოს 40 მილიარდ ევრომდე, უკრაინის საჭიროებიდან გამომდინარე“.
დოკუმენტის თანახმად, პირველი ნაბიჯის ფარგლებში, მონაწილე ქვეყნების ლიდერები უნდა შეთანხმდნენ 2025 წელს 5 მილიარდი ევროს გამოყოფაზე 2 მილიონი მსხვილკალიბრიანი საარტილერიო საბრძოლო მასალისთვის.
თითოეული ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას თავისი ეკონომიკური წონის შესაბამისად, ნაღდი ფულით ან უშუალოდ ნატურით.
თავად ევროკავშირი ჩარიცხავს 1,9 მილიარდ ევროს გაყინული რუსული აქტივების შემოსავლი, მიუხედავად იმისა, რომ ეს თანხები უკვე იყო გამოყოფილი და ნაწილობრივ გადახდილი.
ინიციატივის პრიორიტეტები უნდა იყოს დიდი კალიბრის საარტილერიო საბრძოლო მასალა, საჰაერო თავდაცვის სისტემები, რაკეტები, დრონები, მოიერიშე თვითმფრინავები და სხვა.
ტექსტი ევროკავშირის ქვეყნებს ხუთშაბათს, გადაეცა საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ, რომელიც ორშაბათს, 17 მარტს უმდა გაიმართოს.
ევროკავშირის ლიდერები მომავალ კვირას სამიტზე შეხვდებიან, რათა სხვა საკითხებთან ერთად განიხილონ უკრაინის დახმარება და მათი თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება.
პროგრამაში გაწევრიანებისადმი ინტერესის გამოხატვის ბოლო ვადაა 30 აპრილი.
მანამდე ევროსაბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ განაცხადა, რომ6 მარტის შეხვედრის შემდეგ. ევროკავშირის რამდენიმე წევრმა ქვეყანამ გამოაცხადა ვალდებულება უკრაინას 15 მილიარდ ევრომდე დამატებითი დახმარება გაუწიოს.